Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ არის მამაკაცი, ვის გამოც ნანა ნებიერიძეს გათენება უხარია
ambebi.ge
19 June 2017, 20:20
მიუხედავად იმისა, რომ ნანა ნებიერიძეს სპორტში დიდი წარმატებები ჰქონდა, საზოგადოებამ ის ტელეშოუებიდან გაიცნო. სულ მალე ახალ სერიალში ნანა ცოლის, საყვარლისა და მრავალშვილიანი დედის როლშიც მოგვევლინება. მას ხშირად უწევს უცხოეთში მოგზაურობა და თავისი გამორჩეული გარეგნობოის გამო, ყველგან ყურადღების ცენტრშია.

-ბევრ ქვეყანაში გიწევს გამგზავრება. გასაგებია, რომ მგზავრობა გიყვარს, მაგრამ გზაში რაიმე ექსტრემალური არ მომხდარა? აი, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე და შეგეშინდა?
- შარშან, თურქეთიდან, იზმირიდან მოვფრინავდი და სიკვდილს გადავურჩი, საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვერ დასვეს თვითმფრინავი, ცაში ქანაობა დაიწყო. მთელი ოცი წუთის განმავლობაში ვიჯექი და ხმამაღლა ვლოცულობდი. ცხოვრების ისეთი ნიუანსები ამოტივტივდა, რომ არ მახსოვდა და არც ვიხსენებდი, ტვინში იყო დალექილი. ექსტრემალურ სიტუაციაში პანიკაში არ ვვარდები, უბრალოდ, სტრესი მაქვს და ისეთი რაღაცეები მახსენდება, თავად მიკვირს.

- რამდენჯერ ხართ სიკვდილს გადარჩენილი?
- რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს და ყველა ცას უკავშირდება. მიწაზე არც ავარიაში მოვყოლილვარ და არც რაიმე ექსტრემალურ სიტუაციაში. ახლა დავფიქრდი და ჩემი ცხოვრების კადრები მარტო ცაში გარბი-გამორბის თვალწინ. მიწაზე უფრო ამქვეყნიური ვარ (იცინის). პალმა დე მაიორკაში ვიყავი და მანქანა ვიქირავე - "ფოლკსვაგენ ჰოლი". ჩვენ ხომ ქართველები ვართ და კანონი ყველგან უნდა დავარღვიოთ (იცინის). მოკლედ, სამჯერ წაიყვანეს ჩემი მანქანა და სამჯერ მიმიყვანეს პოლიციაში. ბოლოს რომ მივედი, პოლიციელები იცინოდნენ "გეორგიან ვუმენი" მოვიდაო (იცინის). გაოგნებულები იყვნენ, საღოლ თქვენ, თუ საქართველოში ასე დადიხართო. სამი წლის წინ კი თურქეთში, ანტალიაში, ვისვენებდი. ყველა დამსვენებელს ეპატიჟებიან მასაჟზე და ჩემს ნომერში რომ მოვინენ, უი, თქვენ ნანა არ ხართო? გავოცდი, ახალგახსნილ, პრესტიჟულ თურქულ სასტუმროში როგორ მიცნეს-მეთქი. თან, მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, დანარჩენი სულ უცხოელები ისვენებდნენ. მასაჟისტი აღმოჩნდა ბათუმელი გოგო, სოფო და უფასო მასაჟიც "დავირტყი" (იცინის).

-მართალია, რომ ამერიკაში ჩასულმა ბარგი დაკარგე და უფულოდ დარჩი?
-კი, ავიაკომპანიამ, რომლის თვითმფრინავითაც მივფრინავდი, ბარგი დამიკარგა. სულ ვამბობდი, ერთხელ ისე მოხდეს, უცხოეთში ტანსაცმლის გარეშე დავრჩე და თავიდან-ბოლომდე "ჩავიშმოტკო" ახალი "ზმანებით-მეთქი" და ამიხდა ოცნება (იცინის). რომ მითხრეს, თქვენი ბარგი დაიკარგაო, იმის ნაცვლად, რომ ერთი ამბავი ამეტეხა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). განცხადება დამაწერინეს და აეროპორტიდან პირდაპირ მაღაზიებში წამიყვანეს. თავიდან ბოლომდე ჩამაცვეს. მოკლედ ამერიკული ოცნება ასე ავიხდინე (იცინის).

- რომელი ქვეყანა იყო შენთვის ისეთი, რომელმაც სხვა განზომილებაში გადაგიყვანა, მოგხიბლად და წამოსვლა აღარ გინდოდა?
- ჩინეთმა, ნამდვილად სხვა განზომილებაში გადამიყვანა. ისეთი აურა აქვს ამ ქვეყანას, გრძნობ, რომ სასწაულში მოხვდი, თუმცა, იქ დარჩენა ნამდვილად არ მომდომებია. საერთაშორისო ტურნირზე ჩავედით. სასტუმროდან რომ გამოვდიოდი, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მაკვირდებოდა. ძალიან გამხდარი, დიდი ცისფერი თვალებით, ჩინელებისთვის "მეხუთე ელემენტი" ვიყავი. მენეჯერმა მითხრა, მოდი რა, შუშის კოლბაში ჩაგსვამ და ხალხი მოვა შენს, როგორც სამუზეუმო ექსპონატის, სანახავადო (იცინის). ასე, რომ ჩინელებისათვის ჩემი სიგამხდრითა და თვალებით "ნონსენსი" გავხდი. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, ყურადღებას ვიქცევ. ავსტრალიაში, ოლიმპიადაზე რომ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ჩავედით, ქუჩაში ჯერ მაკვირდებოდნენ, მერე მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, საიდან ხართო. მეხვეწებოდნენ, აქ გადმოდი საცხოვრებლად, სამსახურს მოგცემთ, ბინას, დაზღვევას და უზრუნველ მომავალს შეგიქმნითო. იქ, ქალების დეფიციტია და ლამაზ ქალს ყველა თვალს აყოლებს. თან, მეუბნეოდნენ, ასეთი ლამაზი ქალები თუ გყავთ საქართველოში, ისინიც წამოიყვანეო (იცინის). რა ვქნა, უცხო ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. იქ მოგზაურობა და დასვენება მირჩევნია.

- ამბობ, ყველგან ყურადღებას ვიქცევო. დავიჯერო, შენს ცხოვრებაში არ გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც შეძლო შენი ყურადღების მიპყრობა და ვის გვერდითაც მოგზაურობა, ყოველდღიურობა, კიდევ უფრო რომანტიკული გახდება?
- ჩემს გვერდით არის ერთადერთი და უკანასკნელი მამაკაცი რომლის გამო დაღამებაც და გათენებაც მიხარია. ეს არის ჩემი ალექსანდრე, ჩემი შვილიშვილი. ის ჩემს ცხოვრებაში ორწელიწად-ნახევარია მთავარი კაცია. მისგან არაფერი მწყინს და ყველაფერს ვუსრულებ. დილით, როცა სარკესთან ვწესრიგდები, დგას და დაკვირვებით მიყურებს. ვეკითხები, "ბუ" მოგწონვარ, მპასუხობს -კი და იმ დღეს უბედნიერესი ვარ. ის არის ჩემი ყოველი დღის განწყობა და პოზიტივი. ჯერ პირადულისთვის არ მცალია. ამ მხრივ პაუზა ავიღე. იმედია, მომავალში გამოჩნდება მამაკაცი, რომელსაც ყველაფერს ვაჩუქებ.

ნონა დათეშიძე
ჟურნალი "თბილისელები"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი